მთავარი

четверг, 21 ноября 2013 г.

17 ნოემბერი
მგონი, გავედით ბოლოში. მომდევნო შაბათს, გამოჩნდება, რა შემძლებია. ვმუშაობ, ნამდვილად პასუხისმგებლობით ვეკიდები საქმეს.

среда, 13 ноября 2013 г.

14 ნოემბერი
   არ ვიცი, მიაღწევს თუ არა ნათიამდე ჩემი კომენტარი, ამიტომ ვარჩიე, ბლოგზეც განმეთავსებინა
     მე–5 მოდული  ჩემთვის სიახლეა და ძალიან საინტერესო. ბევრი რამ ვისწავლე ისეთი, რაც ყოველდღე მჭირდება. ბევრჯერ შევფერხებულბარ სწორედ იმის გამო , რომ არ ვიცოდი ინტერნეტიდან  რესურსების განთავსება ბლოგზე . უფრო თავდაჯერებული გავხდი და იდეებიც გამიჩნდა. ვფიქრობ,   ამიერიდან ჩემი გაკვეთილები და ყველაფერი, რასაც ვაკეთებ,  ბევრად უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდება. პროექტზე მუშაობა ბევრ კითხვას ბადებდა, ახლა ნამდვილად ვიცი რა და როგორ ვაკეთო.

пятница, 8 ноября 2013 г.

8 ნოემბერი
       გული მწყდება, რომ ხვალ ტრენინგზე არ მივდივარ. მოთხოვნილებად მექცა, თუმცა დროის დაკარგვას არ ვაპირებ ,ამ დღეებში  გადავხედავ ჩემს გეგმას და ვეცდები,გავაუმჯობესო .

понедельник, 4 ноября 2013 г.

კარგი რამ არის !!!!


4  ნოემბერი
            გუშინ ვერ შევედი ბლოგზე , ინტერნეტი თითქმის მიუწვდომელია და თუ შეხვედი, ჩათვალე , რომ გაგიმართლა. ტრენინგის ყოველი მომდევნო დღე  უფრო და უფრო საინტერესო ხდება,  ვისწავლეთ ბლოგის სტრუქტურული ორგანიზება , გავაკეთეთ ჩანართები , youtubi-დან რესურსის წამოღება და ბლოგზე ჩასმა ვისწავლეთ, ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკაზე. ვფიქრობ, ეს საკითხი, მეტ-ნაკლებად,  ყველა მასწავლებლის ,, აქილევსის ქუსლია" .
        ისტ -ით გამდიდრებულ გაკვეთილსა თუ პროექტს , სულ მცირე,  კარგი ინტერნეტი და მოსწავლეთა საბაზისო ცოდნა სჭირდება. ჩემთვის ეს მცირედიც სანატრელია. იქნებ , ოდესმე მოხედოს ვინმემ    ,, პროვინციის პერიფერიებს ''.

суббота, 2 ноября 2013 г.

2 ნოემბერი
        როგორც ყოველთვის, ნაყოფიერი დღე იყო. და შინაარსიანი , რაც მე , პირადად, ნამდვილად მაკლია ყოველდღიურ ერთფეროვან ცხოვრებაში. შევისწავლე ზუსტად ის საკითხი, ყოველთვის რომ მაინტერესებდა და გამუდმებით მქონდა უკმარისობის განცდა. დაღლილობა სადღაც გაქრა. მადლობა ნათიას.

пятница, 1 ноября 2013 г.

 2 ნოემბერი
    დღეს გამოვცხადდით ტრენინგზე ჩვეული შემართებით. ვნახოთ, რას შემოგვთავაზებს ნათია

вторник, 29 октября 2013 г.

ნათიას გადმოგზავნილ დავალებებს ვერ ვხსნი. გადამიყვანა ჭკუიდან ჩემმა კომპიუტერმა. 

воскресенье, 27 октября 2013 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

 საქმე მთიდან წამოსული ზვავივით იზრდება.  ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ კითხვებზე , გავაკეთეთ შეფასების დროის ჩარჩო და პროექტის გეგმის პრეზენტაცია. დ ა ვ ი ღ ა ლ ე



суббота, 26 октября 2013 г.

გუშინ , რასაც ქვია, ცეცხლი მოვიკიდეთ.  საქმე თანდათან გვემატება ,  ოთხი საათი თვალის დახამხამებაში გაილია. ნათიამ , რომ შეგვატყო , გადაიღალნენო, ისე ტაქტიანად შემოგვაპარა განტვირთვისთვის აქტივობა , შინ რომ დავბრუნდი , მაშინ მოვედი აზრზე , რომ ეს მიზანმიმართულად გააკეთა.
      საქმე მართლაც ბევრია და საინტერესო. ვატყობ , ძალთა სრული მობილიზება დამჭრდება.
       მიმართულების მიმცემი კითხვები
    ზოგადი კითხვა
            გსმენიათ რამე ალტამირას გამოქვაბულზე ?
            რატომ დაიწყო ადამიანმა ხატვა ?
            ვის შეიძლება ეწოდოს ვალმოხდი;ლი ადამიანი ?
    თემატური კითხვა 
            არის თუ  არა ხელნაწერის შექმნა შემოქმედებითი პროცესი ?
            რატომ ქმნიან ადამიანები ხელნაწერებს ?
            როდის  შეიძლება ხელნაწერი ჩაითვალოს ხელოვნების ნიმუშად ?
   შინაარსობრიბი კითხვა
            რომელი საუკუნით თარიღდება უძველესი ქართული ხელნაწერები ?
            რას ნიშნავს , ოთხთავი " ?
            ვისი შესრულებულია  ,, ვეფხისტყაოსნის "  უძველესი ნუსხა ?

понедельник, 21 октября 2013 г.

     გუშინ დავასრულეთ  intel - ის ტრენინგის პირველი მოდული. ჩემი შიში უსაფუძვლო  აღმოჩნდა . დავალებას   მშვენივრად გავართვი თავი , თუმცა თავიდან მეშინოდა მუშაობის დაწყება , ამ უზარმაზარ და უსასრულო ინტერნეტსივრცეში თავს  უსუსურად ვგრძნობდი , მაგრამ   ჩემი  ,, კეთილი ფერიას " ( თუმცა თვითონ თავს ,, ბოროტ ტრენერს " უწოდებს . ეს არავინ დაიჯეროთ ) დახმარებით მალე წელში გავიმართე და ვერც კი მივხვდი , დრო რა სწრაფად გავიდა .
       მეტად დროული და საჭირო ტრენინგია . სხვა საკითხია , სოციუმი რამდენად არის მზად ამისთვის .

суббота, 19 октября 2013 г.

                             19 ოქტომბერი. ტრენინგის პირველი დღე 

დავიწყეთ  შრომატევადი , მაგრამ მეტად საინტერესო და სასიამოვნო ტრენინგი