მთავარი

вторник, 29 октября 2013 г.

ნათიას გადმოგზავნილ დავალებებს ვერ ვხსნი. გადამიყვანა ჭკუიდან ჩემმა კომპიუტერმა. 

воскресенье, 27 октября 2013 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

 საქმე მთიდან წამოსული ზვავივით იზრდება.  ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ კითხვებზე , გავაკეთეთ შეფასების დროის ჩარჩო და პროექტის გეგმის პრეზენტაცია. დ ა ვ ი ღ ა ლ ე



суббота, 26 октября 2013 г.

გუშინ , რასაც ქვია, ცეცხლი მოვიკიდეთ.  საქმე თანდათან გვემატება ,  ოთხი საათი თვალის დახამხამებაში გაილია. ნათიამ , რომ შეგვატყო , გადაიღალნენო, ისე ტაქტიანად შემოგვაპარა განტვირთვისთვის აქტივობა , შინ რომ დავბრუნდი , მაშინ მოვედი აზრზე , რომ ეს მიზანმიმართულად გააკეთა.
      საქმე მართლაც ბევრია და საინტერესო. ვატყობ , ძალთა სრული მობილიზება დამჭრდება.
       მიმართულების მიმცემი კითხვები
    ზოგადი კითხვა
            გსმენიათ რამე ალტამირას გამოქვაბულზე ?
            რატომ დაიწყო ადამიანმა ხატვა ?
            ვის შეიძლება ეწოდოს ვალმოხდი;ლი ადამიანი ?
    თემატური კითხვა 
            არის თუ  არა ხელნაწერის შექმნა შემოქმედებითი პროცესი ?
            რატომ ქმნიან ადამიანები ხელნაწერებს ?
            როდის  შეიძლება ხელნაწერი ჩაითვალოს ხელოვნების ნიმუშად ?
   შინაარსობრიბი კითხვა
            რომელი საუკუნით თარიღდება უძველესი ქართული ხელნაწერები ?
            რას ნიშნავს , ოთხთავი " ?
            ვისი შესრულებულია  ,, ვეფხისტყაოსნის "  უძველესი ნუსხა ?

понедельник, 21 октября 2013 г.

     გუშინ დავასრულეთ  intel - ის ტრენინგის პირველი მოდული. ჩემი შიში უსაფუძვლო  აღმოჩნდა . დავალებას   მშვენივრად გავართვი თავი , თუმცა თავიდან მეშინოდა მუშაობის დაწყება , ამ უზარმაზარ და უსასრულო ინტერნეტსივრცეში თავს  უსუსურად ვგრძნობდი , მაგრამ   ჩემი  ,, კეთილი ფერიას " ( თუმცა თვითონ თავს ,, ბოროტ ტრენერს " უწოდებს . ეს არავინ დაიჯეროთ ) დახმარებით მალე წელში გავიმართე და ვერც კი მივხვდი , დრო რა სწრაფად გავიდა .
       მეტად დროული და საჭირო ტრენინგია . სხვა საკითხია , სოციუმი რამდენად არის მზად ამისთვის .

суббота, 19 октября 2013 г.

                             19 ოქტომბერი. ტრენინგის პირველი დღე 

დავიწყეთ  შრომატევადი , მაგრამ მეტად საინტერესო და სასიამოვნო ტრენინგი