17 ნოემბერი
მგონი, გავედით ბოლოში. მომდევნო შაბათს, გამოჩნდება, რა შემძლებია. ვმუშაობ, ნამდვილად პასუხისმგებლობით ვეკიდები საქმეს.მთავარი
четверг, 21 ноября 2013 г.
среда, 13 ноября 2013 г.
14 ნოემბერი
არ ვიცი, მიაღწევს თუ არა ნათიამდე ჩემი კომენტარი, ამიტომ ვარჩიე, ბლოგზეც განმეთავსებინამე–5 მოდული ჩემთვის სიახლეა და ძალიან საინტერესო. ბევრი რამ ვისწავლე ისეთი, რაც ყოველდღე მჭირდება. ბევრჯერ შევფერხებულბარ სწორედ იმის გამო , რომ არ ვიცოდი ინტერნეტიდან რესურსების განთავსება ბლოგზე . უფრო თავდაჯერებული გავხდი და იდეებიც გამიჩნდა. ვფიქრობ, ამიერიდან ჩემი გაკვეთილები და ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, ბევრად უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდება. პროექტზე მუშაობა ბევრ კითხვას ბადებდა, ახლა ნამდვილად ვიცი რა და როგორ ვაკეთო.
пятница, 8 ноября 2013 г.
понедельник, 4 ноября 2013 г.
4 ნოემბერი
გუშინ ვერ შევედი ბლოგზე , ინტერნეტი თითქმის მიუწვდომელია და თუ შეხვედი, ჩათვალე , რომ გაგიმართლა. ტრენინგის ყოველი მომდევნო დღე უფრო და უფრო საინტერესო ხდება, ვისწავლეთ ბლოგის სტრუქტურული ორგანიზება , გავაკეთეთ ჩანართები , youtubi-დან რესურსის წამოღება და ბლოგზე ჩასმა ვისწავლეთ, ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკაზე. ვფიქრობ, ეს საკითხი, მეტ-ნაკლებად, ყველა მასწავლებლის ,, აქილევსის ქუსლია" .ისტ -ით გამდიდრებულ გაკვეთილსა თუ პროექტს , სულ მცირე, კარგი ინტერნეტი და მოსწავლეთა საბაზისო ცოდნა სჭირდება. ჩემთვის ეს მცირედიც სანატრელია. იქნებ , ოდესმე მოხედოს ვინმემ ,, პროვინციის პერიფერიებს ''.
суббота, 2 ноября 2013 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)