მთავარი
понедельник, 4 ноября 2013 г.
4 ნოემბერი
გუშინ ვერ შევედი ბლოგზე , ინტერნეტი თითქმის მიუწვდომელია და თუ შეხვედი, ჩათვალე , რომ გაგიმართლა. ტრენინგის ყოველი მომდევნო დღე უფრო და უფრო საინტერესო ხდება, ვისწავლეთ ბლოგის სტრუქტურული ორგანიზება , გავაკეთეთ ჩანართები , youtubi-დან რესურსის წამოღება და ბლოგზე ჩასმა ვისწავლეთ, ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკაზე. ვფიქრობ, ეს საკითხი, მეტ-ნაკლებად, ყველა მასწავლებლის ,, აქილევსის ქუსლია" .ისტ -ით გამდიდრებულ გაკვეთილსა თუ პროექტს , სულ მცირე, კარგი ინტერნეტი და მოსწავლეთა საბაზისო ცოდნა სჭირდება. ჩემთვის ეს მცირედიც სანატრელია. იქნებ , ოდესმე მოხედოს ვინმემ ,, პროვინციის პერიფერიებს ''.
суббота, 2 ноября 2013 г.
пятница, 1 ноября 2013 г.
вторник, 29 октября 2013 г.
воскресенье, 27 октября 2013 г.
მეოთხე დღის რეფლექსია
საქმე მთიდან წამოსული ზვავივით იზრდება. ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ კითხვებზე , გავაკეთეთ შეფასების დროის ჩარჩო და პროექტის გეგმის პრეზენტაცია. დ ა ვ ი ღ ა ლ ე
суббота, 26 октября 2013 г.
გუშინ , რასაც ქვია, ცეცხლი მოვიკიდეთ. საქმე თანდათან გვემატება , ოთხი საათი თვალის დახამხამებაში გაილია. ნათიამ , რომ შეგვატყო , გადაიღალნენო, ისე ტაქტიანად შემოგვაპარა განტვირთვისთვის აქტივობა , შინ რომ დავბრუნდი , მაშინ მოვედი აზრზე , რომ ეს მიზანმიმართულად გააკეთა.
საქმე მართლაც ბევრია და საინტერესო. ვატყობ , ძალთა სრული მობილიზება დამჭრდება.
მიმართულების მიმცემი კითხვები
ზოგადი კითხვა
გსმენიათ რამე ალტამირას გამოქვაბულზე ?
რატომ დაიწყო ადამიანმა ხატვა ?
ვის შეიძლება ეწოდოს ვალმოხდი;ლი ადამიანი ?
საქმე მართლაც ბევრია და საინტერესო. ვატყობ , ძალთა სრული მობილიზება დამჭრდება.
მიმართულების მიმცემი კითხვები
ზოგადი კითხვა
გსმენიათ რამე ალტამირას გამოქვაბულზე ?
რატომ დაიწყო ადამიანმა ხატვა ?
ვის შეიძლება ეწოდოს ვალმოხდი;ლი ადამიანი ?
თემატური კითხვა
არის თუ არა ხელნაწერის შექმნა შემოქმედებითი პროცესი ?
რატომ ქმნიან ადამიანები ხელნაწერებს ?
როდის შეიძლება ხელნაწერი ჩაითვალოს ხელოვნების ნიმუშად ?
შინაარსობრიბი კითხვა
რომელი საუკუნით თარიღდება უძველესი ქართული ხელნაწერები ?
რას ნიშნავს , ოთხთავი " ?
ვისი შესრულებულია ,, ვეფხისტყაოსნის " უძველესი ნუსხა ?
Подписаться на:
Сообщения (Atom)